კარნავალი / 1

Feb 27, 2019 | Mattia Baldoni

კარნავალი წარმოაგენს დასავლეთ ქრისტიანული და ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის სადღესასწაულო პერიოდს, რომელიც აღინიშნება დიდი მარხვის დაწყების წინ. ჩვეულებრივ, მთავარი ღონისძიებები იმართება თებერვალში ან მარტის დასაწყისში. იგი მოიცავს სახალხო ზეიმებს და დღესასწაულებს, როგორიც არის აღლუმები, ქუჩის წვეულებები და მსგავსი გასართობები. კარნავალის განსაკუთრებული მახასიათებელია დახვეწილი კოსტუმები და ნიღბები.

სიტყვას “კარნავალი”, ქრისტიანული წარმომავლობა აქვს. ვინაიდან დიდი მარხვის განმავლობაში იყო თავშეკავების პერიოდი, კარნავალი წარმოადგენდა, ლხინის და ზეიმის ბოლო ეპიზოდებს დიდი მარხვის დაწყებამდე. ქრისტიანული კალენდრის ძირითადი ნაწილის ფორმირებისას, განსაკუთრებით კი კათოლიკურ რეგიონებში, კანავალის მრავალი ტრადიცია დაემსგავსა წინა ქრისტიანულს. მართლაც, ბევრ მსგავს რიტუალს აღმოვაჩენთ ჩრდილო ევროპულ წარმართულ ტომებსა და ანტიკური რომის საზოგადოებაში.

მიუხედავად შუა საუკუნეების ქრისტიანული სინოდების და საბჭოების წინააღმდეგობისა, მოგვიანებით ორივე, კარნავალიც და დიდი მარხვაც გახდა საეკლესიო წელიწადის აუცილებელი და გარდაუალი ეპიზოდები. იმავდროულად, როდესაც შუა საუკუნეების წარმოდგენები და ფესტივალები, მაგალითად როგორიცაა Corpus Christi, იყო ეკლესიისგან აღიარებული, კარნავალიც წარმოადგენდა შუასაუკუნეების ხალხური კულტურის მანიფესტაციას.

რამდენიმე ყველაზე ცნობილი ტრადიცია, რომელიც მოიცავს აღლუმებს და მასკარადებს, თავდაპირველად გვხვდება შუა საუკენეების იტალიაში. დიდი ხნის განმავლობაში ყველაზე ცნობილი იყო ვენეციის კარნავალი. იტალიიდან, კანავალის ტრადიციები გავრცელდა ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში.

Loading comments
{}