კარნავალი / 4

Feb 28, 2019 | Mattia Baldoni

ვენეციის კარნავალი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი.
გადმოცემის თანახმად, კარნავალის ისტორია დაიწყო 1162 წელს, ვენეციის რესპუბლიკის მიერ აკვილიას საპატრიარქოს დამარცხების შემდეგ. გამარჯვების პატივსაცემად, ხალხმა სან მარკოს მოედანზე დაიწყო შეკრება და ცეკვა. როგორც ჩანს, ფესტივალს საფუძველი დაედო ამ პერიოდში და ოფიციალური სახე მიიღო აღორძინების ეპოქაში. მეჩვიდმეტე საუკუნეში, ბაროკოს კარნავალი იყო საშუალება, მსოფლიოში ვენეციის პრესტიჟული იმიჯის შესანარჩუნებლად. იგი ძალზედ
პოპულარული იყო მეთვრამეტე საუკუნის მანძილზე.

1797 წელს ფესტივალი უკანონოდ გამოცხადდა და ნიღბების გამოყენება სასტიკად აიკრძალა, მხოლოდ 1979 წელს, საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ, კარნავალი ისევ განახლდა. მისი საშუალებით მთავრობამ გადაწყვიტა ვენეციის ისტორიის და კულტურის უკან დაბრუნება. ვინაიდან ნიღბების გამოყენება აღარ იკრძალებოდა, ვენეციის კოლეჯის სტუდენტმა იგი ტურისტული ვაჭრობის საგნად აქციეს. მას შემდეგ, ყოველწლიურად, დაახლოებით 3 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს ვენეციას კარნავალის პერიოდში. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს შეჯიბრი la “maschera più bella”(„ყველაზე ლამაზი ნიღაბი“), რომლის შეფასებაც ხდება ტანსაცმლის დიზაინერების საერთაშორისო ჯგუფის მიერ.

ნიღაბი ყოველთვის წარმოადგენდა ვენეციის კარნავალის მნიშვნელოვან ატრიბუტს. კარნავალზე გამოიყენება სხვადასხვა სტილის ნიღაბი. წარსულში, სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ნიღბები, ერთმანეთისგან განსხვავდებოდა.
საყოველთაოდ ცნობილი ნიღბებია, მაგალითად:

კოლომბინა – ნიღაბი რომელიც ფარავს ნახევარ სახეს. მხოლოდ თვალებს, ცხვირს და ღაწვების ზედა ნაწილს. ნიღაბს სახელი ეწოდა „ღვთებრივი კომედიის“ პერსონაჟის, მოსამსახურე -კოლომბინას პატივსაცემად.

პანტალონე – იტალიური სცენის კიდევ ერთი კლასიკური პერსონაჟი. ჩვეულებრივ მას გამოსახავენ, როგორც მწუხარე მოხუცს, გრძელი ცხვირით და დახრილი თვალებით. ამ ნიღაბს ძირითადად მხოლოდ მამაკაცები ატარებენ.

არლეკინი – შესაძლოა ვთქვათ რომ კომედიის ყველაზე ცნობილი პერსონაჟია. ნიღაბი შავად არის შეღებილი, მაგრამ მისი ხასიათი გამოიხატება არლეკინის ფერად კოსტუმში. მას აქვს უდარდელი, მოხერხებული და გამჭრიახი მსახურის როლი, რომლის ქმედებაც ხშირად მიმართულია მისი ბატონის გეგმებს ჩასაშლელად, კოლუმბინასადმი საკუთარი სასიყვარულო ინტერესების სასარგებლოდ. საბოლოოდ არლეკინი რომანტიკული გმირის პროტოტიპად ყალიბდება.

Loading comments
{}