ვიარეჯოს კარნავალი აღინიშნება იტალიაში, ტოსკანას რეგიონის ქალაქ, ვიარეჯოში. იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გასართობ ღონისძიებად იტალიასა თუ ევროპაში.
კარნავალი ძირითადად ხასიათდება ნიღბების და მოძრავი ფიგურების აღლუმით. ფიგურები წარმოადგენს ცნობილი პიროვნებების: პოლიტიკოსების, სპორტსმენების და ესტრადის ვარსკვლავების კარიკატურებს. აღლუმი იმართება ვიარეჯოს გამზირზე, სანაპიროს გაყოლებაზე.
ვიარეჯოს კარნავალი პირველად 1873 წელს ჩატარდა, როდესაც შეძლებულმა, საშუალო ფენის მამაკაცებმა გადაწყვიტეს ყვავილებით შემკული მოძრავი ფიგურების აღლუმის მოწყობა. ადამიანთა გარკვეულმა ნაწილმა, პროტესტის ნიშნად ნიღბები გაიკეთეს რათა უარყოფითი დამოკიდებულება გამოეხატათ, მაღალი გადასახადების მიმართ, რომლის გადახდაც იძულებით უწევდათ. პირველი მოძრავი ფიგურა, რომელიც გამარჯვებული გახდა1883 წელს, სახელწოდებით I Quattro Mori, ზუსტად განასახიერებდა ლივორნოში არსებულ მონუმენტს. ვიარეჯოს კარნავალის ოფიციალურ თილისმას წარმოადგენს Burlamacco. იგი პირველად შექმნა, უბერტო ბონეტიმ, 1931 წელს. 2001 წლიდან, კარნავალისთვის ყველა მოძრავი ფიგურა იქმნება ადგილას, სახელწოდებით Cittadella del Carnevale (კარნავალის ციტადელი), რომელიც მდებარეობს ქალაქ ვიარეჯოს ჩრდილოეთ ნაწილში.