Warning: Declaration of QuietSkin::feedback($string) should be compatible with WP_Upgrader_Skin::feedback($string, ...$args) in /var/www/html/topway.it/public_html/ici/wp-content/plugins/ocean-extra/includes/wizard/classes/QuietSkin.php on line 94
გსურთ შეისწავლოთ იტალიური? - Istituto cultura italiana NGO

გსურთ შეისწავლოთ იტალიური?1 min read

volantino_postfb

გსურთ შეისწავლოთ იტალიური?

იტალიური კულტურის ინსტიტუტი, ლინგვისტიკისა და ლიტერატურის სფეროში მოქმედი არასამეწარმეო ორგანიზაცია, იწყებს ენის შემსწავლელ ახალ კურსებს თავის ახალ ოფისში რომელიც მდებარეობს კოსტავას 68-ში, თბილისში (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში).
კურსებს წარმართავს ერაზმუს+ პროექტის ფარგლებში მოწვეული 2 ვოლონტერი და იტალიური ენის კვალიფიციური ქართველი პედაგოგები, ძირითადად დამწყებებთან.
იმის საფუძველზე, რომ ერაზმუს+-ის პროექტს „ახალგაზრდობის ხიდი. ევროპული იდენტობა იტალიასა და საქართველოს შორის“ აქვს ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი მატერიალური მხარდაჭერა, ჩვენი კურსები ითვალისწინებს სტუდენტთა მიღების ორგვარ ფორმას: 1) სტანდარტული მეცადინეობები იტალიურ ენაში თვეში 150 ლ გადასახადით (1:15 სთ ხანგრძლივობის კვირაში 3 გაკვეთილამდე) –როგორც ინდივიდუალური მეცადინეობისთვის, ასევე მცირე ჯგუფებისათვის; ან 2) არასტანდარტული სწავლების პროგრამა წინასწარ ფიქსირებული განრიგის გარეშე, რომლის შესახებ შეთანხმება ჩვენს თანამშრომლებთან შესაძლებელია კვირიდან კვირამდე, ხოლო სწავლების საფასურის ანაზღაურება არის თავისუფალი.
დაუკავშირდით გაბრიელეს (599 08 04 53) ან მათიას (598 32 74 06) ან მოგვწერეთ აქ: istitutoculturaitaliana@gmail.com
რათა განვიხილოთ პირედად თქვენთვის საუკეთესო შესაძლებლობა (მეორე ფორმა განკუთვნილია უპირატესად მათთვის, ვისაც ესაჭიროება იტალიური ენის ცოდნის ოფიციალური სერთიფიკატი, ან არ შეუძლია სწავლის ანაზღაურებისათვის საჭირო თანხების მოპოვება) და მობრძანდით ჩვენს ოფისში (იხილეთ რუკა, რათა ადვილად მოგვაგნოთ), გავიცნოთ ერთმანეთი და შევუდგეთ სტანდარტულ ან არასტანდარტულ მეცადინეობას!
იტალიური კულტურის ინსტიტუტის (არასამეწარმეო ორგანიზაცია) თანამშრომლები
https://istitutoculturaitaliana.org/

კომენტარის დატოვება

©2019 Institute of Italian culture (NGO)