Warning: Declaration of QuietSkin::feedback($string) should be compatible with WP_Upgrader_Skin::feedback($string, ...$args) in /var/www/html/topway.it/public_html/ici/wp-content/plugins/ocean-extra/includes/wizard/classes/QuietSkin.php on line 94
ახალი წელი ყოველთვის პირველ იანვარს აღინიშნებოდა? - Istituto cultura italiana NGO

ახალი წელი ყოველთვის პირველ იანვარს აღინიშნებოდა?1 min read

49092774_2464892770205966_1315300860720316416_n

ახალი წელი ყოველთვის პირველ იანვარს აღინიშნებოდა?
რა თქმა უნდა არც კალენდრის დასაწყისი შეესაბამებოდა ყოველთვის პირველ იანვარს და არც „იანვარი“ იყო ყოველთვის კალენდრის ნაწილი. რომის მეორე მეფემ ნუმა პომპილიუსმა (მოღვაწეობდა ქრისტეს შობამდე VIII საუკუნეში) კალენდარში იანვარი და თებერვალი ჩაამატა (რომლებიც მანამდე არ არსებობდდა და ზამთრის 60 დღე არ იყო აღნიშნული არცერთი თვით) და ზამთრის ბუნიაობის შემდგომი თვე მიუძღვნა ღმერთ იანუსს. როგორც ცნობილია, იმ დროს წელიწადის პირველი თვე იყო მარტი (წელიწადის დასაწყისი შეესაბამებოდა გაზაფხულის დასაწყისს). ღმერთი იანუსი გამოისახებოდა ორი ურთიერთსაწინააღმდეგოდ მაცქერალი სახით (ორსახა იანუსი) და ითვლებოდა დასაბის ღვთაებად. მისი ერთი სახე იმზირებოდა წარსულისკენ, ხოლო მეორე – მომავლისაკენ. იანუსი განაგებდა ყველა ყველა კარს, კარიბჭეს, ყველა შესასვლელს თუ გამოსასვლელს და ზღურბლს, როგორც მატერიალური ასევე სიმბოლური გაგებით, ყოველგვარ ცლილებას, მაგ.: ცხოვრების ეპოქების, ისტორიული პერიოდების, პოლიტიკური ცვლილებების და ა.შ.

Italian Translation

იულიანური კალენდარის შემოღებით (დადგენილი ძვ.წ.აღ. I საუკუნეში, იულიუს კეისრის მიერ), იანვარი გახდა წელიწადის პირველი თვე, მაგრამ ამ კალენდრმა ვერ იარსება დასავლეთ რომის იმპერიის დაშლის შემდეგ. მხოლოდ XVI საუკუნეში, რომის პაპის გრიგოლ XIII_ის მიერ გატარებული რეფორმის შედეგად, რომელიც ეყრდნობოდა პოლონელი ასტრონომის, ნიკოლოზ კოპერნიკის 1543 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომს „ციური სხეულების ბრუნვის შესახებ“, აღდგა იულიუსის კალენდარი ახლებური მოდიფიკაციით და წარმოიშვა გრიგორიანური კალენდარი. პირველმა იანვარმა, როგორც წელიწადის დასაწყისის თარიღმა, მიიღო საერთაშორისო გავრცელება.

Italian Translation

კომენტარის დატოვება

©2019 Institute of Italian culture (NGO)