სიმღერა დაწერილია 1978 წელს, “ლიდერობის წლების” (იტ.: „Anni di piombo“) დროს (შეიარაღებული დაპირისპირების და ტერორიზმის პერიოდი იტალიაში 60_იანიდან, 80_იანი წლების დასაწამდე) და აჟღერებს იმ პერიოდის მიმდინარე პრობლემებს (მაგ. მღვდლებს შორის ქორწინება, ჰომოსექსუალიზმი და ა.შ.). ასევე უნდა აღინიშნოს რომ ბოლონიის რკინიგზის სადგურზე, 1980 წლის აგვისტოში მომხდარი ტერაქტი, რომელიც ასევე ეკუთვნის “ლიდერობის წლებს”, რომ მომხდარიყო, ლუჩიო დალას სიმღერის დაწერამდე (რომელიც ოპტიმისტურ განწყობას ქმნის), ის აღარ დაიწერებოდა.
სიმღერა შესანიშნავია რადგან ამაღლებით აღწერს ოპტიმიზმისტურ განცდას, თან თანაგრძნობით დასცინის, როგორც ილუზიას. მოკლედ რომ ითქვას, დალა ამბობს რომ ახალ წელს ყველაფერი მოწესრიგდება და სასწაულები მოხდება (შესაძლოა, „ძვირფასი მეგობარი“ რომელსაც დალა მიმართავს არის უბრალოდ „მხსნელი“), მაგრამ მხოლოდ წამიერად, რადგან ეს სასწაულებრივი ცვლილება შეიძლება იყოს მხოლოდ სიზმარი ან ილუზია. თუმცა დალა ამბობს „მნიშვნელოვანია რომ იმ მომენტში, მეც იქ ვიყო“, ანუ მნიშვნელოვანია თავის მოტყუება და „იმედის შენარჩუნება“. (გარკვეული მნიშვნელობით, შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანია „სულის არსებობა“).
სინამდვილეში, სიმღერა მთავრდება იმით, რომ ახალ ამბებში ახალი წლის მოვლენები კი არ იქნება (რაც ძველთან შედარებით არ იქნება უკეთესი), არამედ ის ფაქტი რომ მას ველით.